შ.პ.ს ნათვორლდი

შპს „ ნათვორლდი“  დაარსდა  შპს „ნათინვესტი“– ს ბაზაზე 2019 წელს  , რომელიც თხილის ბაზარზე წარმოდგენილია 2004 წლიდან. ჩვენი მთავარი ოფისი და ახალი წარმოება მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში. სადაც არის იდეალური პირობები ეკოლოგიურად სუფთა თხილის მოსაყვანად.ზუსტად ამ რეგიონში იზრდება და გროვდება თხილის მოსავლის 80%. თხილის მოსავლის სეზონზე, ჩვენ ნედლეულს ვყიდულობთ  უშუალოდ ფერმერებისაგან და ნაყიდ პროდუქციას ვინახავთ იდეალურ პირობებში მის გადამუშავებამდე, რომლის გადამუშავება ხდება  მაღალი სტანდაეტებით აღჭურვილ საწარმოში, რის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ ეკოლოგიურად მაღალ პროდუქტს, რომელიც შეესაბამება ყველა საერთაშორისო მოთხოვნებს  და სტანდარტებს. ჩვენი 15-წლიანი გამოცდილებით ჩვენი პროდუქცია გახდა ცნობილი ბევრ ქვეყანაში.          ევროპაში - შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, იტალია, ესპანეთი, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. აზია: ჩინეთი, ირანი, ერაყი, ლიბია, ტუნისი, სირია, ყაზახეთი, უზბეკეთი.ასევე აშშ, კანადა და ბრაზილია.                                                                                                                           2019 წლის დასაწყისში კომპანიის მენეჯმენტმა სრულად გადასინჯა ბიზნესის  კონცეფცია და სტრუქტურა. გადაწყდა, რომ მოგვეზიდა ახალი ინვესტორები და აქციონერები. რამაც მოგვცა შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ წარმოება, გავზარდოთ შესყიდვები და გაყიდვები და მივაღწიოთ მაღალ მოთხოვნებს და სტანდარტებს.               

ჩვენი  ევროპელი პარტნიორები არიან ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა:

"Barry Callebaut" - Belgium

"Voicevale Limited" - United kingdom

"Marsch Importhandels" - Gmbh

"Ronly Limited" - United Kindgom